სოციალური პროექტი
|
|
სოციალური პროექტის ხელმძღვანელი ისტ-ის მასწავლებელი
|
მარინე თალაკვაძე
|
პროექტის თემა
|
ბატონების კულტის გამოძახილი თანამედროვეობაში
|
კლასი დაწყებითი საფეხური
|
V-VI
|
პროექტის
ხანგრძლივობა
2 კვირა
18.03 - 29.03
2019
|
|
პროექტში
ჩართული მოსწავლეების რაოდენობა
18 მოსწავლე
|
|
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეებზე ჩემი დკვირვებით, გასაუბრებით, გამოკითხვებით
შევატყვე, რომ ვერ ერკვევიან რა არის ინფექციური დაავადება და რა საფრთხეს წარმოადგენს
ჯანმრთელობისთვის. მსოფლიოში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, რომელსაც ხშირად
ეწინააღმდეგებიან მშობლები რითაც ზარალდებიან ბავშვები. მოსწავლეები ამ დაავადებას
თავისი ოჯახებიდან იცნობენ, როგორც ბატონებს, რომელსაც ძველად სხვადასხვა რიტუალებით
,, მკურნალობდენენ“ და უარყოფდნენ ვაქციანს. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მოსწავლეები შემეხვედრებინა
უბნის ექიმთან და მისგან მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია ამ დაავადებისა და მასათან დაკავშირებული ვაქცინაციის შესახებ. სწორედ ეს
პროექტი დაეხმარება მათ რამდენად აქტუალურია დაავადების პრევენცია. რითაც გაუმჯობესდებოდა
პრევენცია ვაქცინაციის მიმართულებით.
|
|
მიზანი: მოსწავლეებისათვის
სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ინფექციური დაავადებების და მასთან დაკავშირებული
ვაქცინაციის შესახებ და უშუალოდ ამ პროცესში ჩართულობა მშობლების, რათა მათ დავანახოთ
ვაქცინაციის აუცილებლობა. ყოვევლივე ამის განხორციელებაში ჩართული იქნებიან მოსწავლეები.
|
|
მიმართულება
: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექ. VI.1 მოსწავლეს
შეუძლია სახვადასხვა სახის ციფრული საშუალებების
შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექ. VI.2. მოსწავლეს
შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების,
შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია
სხავდასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
|
|
პროექტის
კალენდარი
·
პროექტის გეგმის გაცნობა და დისკუსია თემაზე 18.03.2019
·
ჯგუფების განაწილება და დავალების მიცემა 20.03.2019
·
უბნის ექიმთან შეთანხმება ბავშვებთან შეხვედრის თაობაზე 22.03.2019
·
მოსწავლეების ვიზიტი საექიმო ამბულატორიაში
25.03.2019
·
პროექტის შეჯამება, ბუკლეტის შექმნა 26.03.2019
·
სამუშაო ჯგუფის პრეზენტაცია 29.03.2019
|
|
ამოცანები და განხორციელების გზები
ექიმთან შეხვედრამდე ჩატარდება მოსამზადებელი
სამუშაოები, განვახორციელებ შემდეგ აქტივობებს.
აქტივობა 1. მოვაწყობ დისკუსიას თემაზე, რა იციან ინფექციური
დაავდების შესახებ. ვაჩვენებ ნაწყვეტს ფილმიდან იავნანამ რაქნა სადაც კარგად ჩანს ბატონებზე ,,მკურნალობის“
რიტუალი.
აქტოვობა
2. პროექტის მონაწილეებს ვყოფ ორ ჯგუფად პირველ ჯგუფში ვაერთიანებ მე-5 კლასის
მოსწავლეებს, რომლებსაც ვავალებ უფროს თაობაში მოიძიონ ინფორმაცია ბატონების შესახებ,
ხოლო მეორე ჯგუფში ვაერთიანებ მე-6 კლასელებს და ვავალებ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტის
გამოყენებით ინფექციური დაავადებების შეასხებ.
აქტივობა 3.
ექიმს დაველაპარაკები
შეხვედრის თაობაზე, მოვილაპარაკებთ რა საკითხზე იქნება უფრო საჭირო ყურადღება და
დავთქვამთ შეხვედრის დროს. შევთანმხდებით სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებაზე, რათა
ბავშვებს უფრო გაუადვილდეთ ინფორმაციის აღქმა.
აქტივობა
4. საექიმო ამბულატორიში ბავშვებთან
ერთად განვახორციელე ვიზიტი, რომელიც გამოდგა ძალზე შედეგიანი. მოსწავლეებმა დასვეს
მათვის საინტერესო კითხვები კერძოდ ბატონების
შესახებ.
აქტივობა 5. მოვახდენ პროექტის შეჯამებას, ორივე ჯგუფთნ ჩავატარებ ზეპირ გამოკითხვას და განვახორციელებ
პრაქტიკულ დავალებას ბუკლეტის შექმნით და პრეზენტაციით. დავაკვირდები რამდენად კარგად
გაიგეს ექიმთნ შეხვედრის შედეგად მიღებული ინფორმაცია. ( შექმნილ ბუკლეტს დაამზადებენ,
მრავალგზის თანატოლებში გავრცელებისათვის )
აქტივობა 6. სამუშო ჯგუფების პრეზენტაცია
მოსწავლეებმა წარმოადგინენ თვიანთი
ნამუშევრები სკოლის სხვა მოსწავლეების წინაშე. დაურიგეს მათივე შექმნილი ბუკლეტები თავისი განმრტებებით, გამართეს
დისკუსია რის შედეგადაც გაოიტანეს დასკვნა, რომ წითელას და ყველანაირი ინფექციებისათვის
საჭიროა აცრა და რომ არ შველის ბატონებს რიტუალებით მკურნალობა.
|
|
შედეგი
·
შედგება
მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
·
ბავშვები
მიიღებენ სასარგებლო ინფორმაციას ინფექციური დაავადებების შესახებ და რომ აცრა არ არის საშიში;
მოსწავლეებს განუვითარდებათ: კრიტიკული აზროვნების,პრეზენტაციის,სამუშაოების
დაგეგმვის,თანმიმვდერული განხორციელების, კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო მიზნების
გამოყენების უნარი -ჩვევები.
მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშროლობითი უნარები: ისწავლეს ჯგუფში არსებული
ადამიანური რესურსების გამოყენება, გაიაზრეს რომ საერთო ძალისხმევით შესაძოლა დასახული
მიზნის მიღწევა და პრობლემების დაძლევა.
|
|
პროექტის
შეფასების კრიტერიუმი
1. მოხდა
თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
2. რომელი
აქტივობები ვერ განხორციელდა და რატომ?
3. რომელ
კომპონენტებში იყო პროექტი წარმატებული?
4. რა
სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
5. განხორციელდა
თუ არა პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, ხომ არ მომხდარა რაიმეს დამატება ან
მოდიფიცირება?
6. მომავალში
მეტი ყურადღება რას მივაქციაო
|
|
პროექტის
მონიტორინგი
1. მოხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი
მიღწეულია.
2. რომელი აქტივობები ვერ განხორციელდა
და რატომ?
აქტივობები გეგმის მიხედვით განხოციელდა.
3. რომელ კომპონენტებში იყო პროექტი წარმატებული?
მოსწვლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა უბნის ექიმთან შეხვედრა და პრქტიკული სამუშაოში
ბუკლეტის შექმნა.
4. რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ,
რომ თავიანთ ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდნენ და ასევე ისწავლეს ბუკლეტების დამზადება,
რომელსაც გამოიყენებენ ცხოვრებაში სხვადასხვა მიმართულებით.
5.
პროექტის
აქტივობები
გეგმის გათვალისწინებული ყველა აქტივობა
განხორციელდა, მსვლელობისას რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა.
6.
მომავალში-
უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ, რომ ადამიანური რესურსი
გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. სკოლაში
განვახორციელებ სახვადასხვა საზოგადოების
ხშირი ჩართულობის პროგრამებს.
|
|
გამოყენებული
რესურსი
ფლიფჩარტი, კალამი,ფორმატის ფურცლები მარკერი, კომპიუტერი, ინტერნეტი
, პროექტორი, ფოტოაპარატი, ბუშტები, ფერადი პრინტერი, ფოტოქაღალდი https://www.youtube.com/watch?v=kWfmkNry6HQ
|
|
პროექტის
ბიუჯეტი
სოფელ მთისპირის სასოფლო ბიბლიოთეკისა და საჯარო სკოლის თანადაფინანსებით.
კერძოდ ბუკლეტის დამზადებასთნ დაკავშირებით.
|
ჯგუფური შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
10–8
|
7–6
|
5–3
|
1–2
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ
გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად ვერ
გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო,
ჯგუფის წევრებს შორის ფინქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ
ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ნაწილობრიბ იყო ორგანიზებული
და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის
წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების
უნარი
|
გააჩნიათ საუკეთესო ურთიერთქმედებისა
და აზრთა გაზიარების უნარი
|
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა
და აზრთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ გააჩნიათ ურთიერთქმედებისა
და აზრთა გაზიარების უნარი
|
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების
უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და
სამუშაო ნაყოფიერი. ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური,
ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობა იყო
|
მხოლოდ ერთი–ორი მოსწავლე აქტიურობდა.
ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებოდა
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ,
ჯგუფის წევრებს შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
|
პროექტის რეფლექსია იხილეთ ბმული
სოციალური პროექტი ,, 21 საუკუნე პოლიეთილენის პარკის გარეშე " იხილეთ ბმული
სოციალური პროექტი ,, გზა რომელიც ვიარე" იხილეთ ბმული
Комментариев нет:
Отправить комментарий