გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლი: მარინე თალაკვაძე    

საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი,  მე-5 კლასი;

მოსწავლეთა რაოდენობა:  10

გაკვეთილის თემა: ფორმულები. გამოვთვალოთ სწარაფად

გაკვეთილის მიზანი:

ის ტექნ. V.1.

მოსწავლე აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას  და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს  მათ(მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა ფორმატირება)


#
აქტივობის აღწერა
გამოყენების მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები, მისალმება თემისა და მიზნის გაცნობა.
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა
5 (წთ)
2
A ფაზა / გამოწვევა
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ამოსახსნელად ამოცანას: დილით მაღაზიაში გასაყიდად მიიტანეს: ვაშლი, ბალი, მსახალი, ქლიავი, მარწყვი. თითოეული დასახელების რამდენი კგ. დარჩა გასაყიდი საღამოსთვის?  დაფასთან გამოდის მოსწავლე, იწყებს ამოცანის ამოხსნას და შესაბამისი სვეტის შევსებას.
კითხვა-პასუხი
ამოცანაზე მუშაობა
მთელი კლასი
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო
10 (წთ)
3
B ფაზა 
მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს იმავე ამოცანის ამოხსნას ელექტრონული ცხრილების გამოყენებით. აჩვენებს მათ როგორ უნდა შეიტანონ ფორმულა, როგორ სრულდება არითმეტიკული მოქმედებები Excel-ში და როგორ შეიძლება ფორმულის გავრცელება სხვა მონაცემებზე სახელმძღვანელოში არსებული დავალებების (გვ. 194-195) მიხედვით. 
მინი ლექცია
ინდივიდუალურად
სახელმძღანელო, კომპიუტერი, პროექტორი
10 (წთ)
4
C ფაზა
,, გადათვლის პრინციპით მასწავლებელი ჰყოფს მოსწავლეებს წყვილებად. თითოეული წყვილი პროგრამა Excel-ში თავად ააწყობს დაფაზე მოცემულ ცხრილს და ფორმულების გამოყენებით შეასრულებენ გამოთვლებს.
 სწავალა-კეთება
წყვილებში მუშაობა
კომპიუტერი/ დაფა
15 (წთ)
5
შეფასება-შეჯამება
განმსაზღვრელი


5 (წთ)




გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
1.       მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონულ ცხრილებში მარტივი გამოთვლების შესრულებას,
2.       ფორმულის ჩაწერას და  გამოყენებას.                       

შეფასება: იხილეთ თანდართული ფუეცლებო.

ხელმოწერა:

თარიღი:













დანართი #1

განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
3-4 ქულა
1-2 ქულა
მოსწავლე შეძლებს მარტივი გამოთვლების შესრულებას
მოსწავლემ დამოუკიდებლად შეასრულა მარტივი გამოთვლები
მოსწავლემ შეასრულა მარტივი გამოთვლები

მოსწავლე დახმარებით ასრულებს მარტივ გამოთვლებს
მოსწავლე ცდილობს მარტივი გამოთვლების შესრულებას
მოსწავლემ ვერ შეძლო მარტივი გამოთვლების შესრულება
მოსწავლეს შეუძლია ფორმულის ჩაწერა და გამოყენება.
მოსწავლეს დამოუკიდებლად შეუძლია ფორმულის ჩაწერა და გამოყენება
მოსწავლე წერს და იყენებს ფორმულას
მოსწავლე დახმარებით ასრულებს ფორმულის ჩაწერას და გამოყენებას
მოსწავლე ცდილობს ფორმულის ჩაწერას და გამოყენებას
მოსწავლეს არ შეუძლია ფორმულის ჩაწერა და გამოყენება
მოსწავლე ეფექტურად იყენებს ელექტრონულ ცხრილს
მოსწავლე დამოუკიდებლად იყენებს ელექტრონულ ცხრილს
მოსწავლეს შეუძლია ელექტრონული ცხრილს გამოყენება
მოსწავლე დახმარებით იყენებს ელექტრონულ ცხრილს
მოსწავლე ცდილობს  გამოიყენოს ელექტრონული ცხრილი
მოსწავლე ვერ იყენებს ელექტრონულ ცხრილს




Комментариев нет:

Отправить комментарий